სიახლეები
21 ნოემბერი
2019

თავშესაფრიდან გაჩუქდა ეპანიოლი ან ეპანიოლის მეტისი

მუნიციპალური თავშესაფრიდან გაჩუქდა პატრონის მიერ ჩაბარებული ეპანიოლი ან ეპანიოლის მეტისი.

დღეიდან ის, ახალ პატრონთან ერთად, გლდანში იცხოვრებს.

ჯიში: ეპანიოლი ან ეპანიოლის მეტისი

ასაკი: 1 წლის

სქესი: ძუ (სტერილური)

ფერი: თეთრი, წითური ლაქებით

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ:

! ცხოველის თავშესაფრიდან აყვანის შემთხვევაში, ცხოველს ადგილზე დაარეგისტრირებენ და მოახდენენ მის იდენტიფიკაციას, ხოლო თქვენ მიერ ქუჩიდან ან სხვა ვითარებაში აყვანილი ძაღლის ან კატის რეგისტრაციისათვის საჭიროა, ცხოველთან ერთად, არაუმეტეს ერთი თვის ვადაში მიმართოთ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ან შესაბამის ვეტერინარულ, კინოლოგიურ, ფელინოლოგიურ დაწესებულებას.

იხილეთ ბმული -  ცხოველის რეგისტრაცია და იდენტიფიკაცია

სასარგებლო ბმულები: როგორ უნდა ავიყვანო (ვიჩუქო) ცხოველი თავშესაფრიდან?   რას ნიშნავს კასტრაცია/სტერილიზაცია და რატომ უნდა ჩავუტაროთ აღნიშნული პროცედურა ცხოველს?