სიახლეები
29 ნოემბერი
2019

თავშესაფრიდან გაჩუქდა პიტ ბული ან პიტ ბულის მეტისი

მუნიციპალური თავშესაფრიდან გაჩუქდა დიღმის მასივიდან შემოყვანილი პიტ ბული ან პიტ ბულის მეტისი.

დღეიდან ის, ახალ პატრონთან ერთად, გუმათჰესის ქუჩაზე იცხოვრებს.

ჯიში: პიტ ბულიი ან პიტ ბულის მეტისი

ასაკი: 3-4 წლის

სქესი: ხვადი (სტერილური)

ფერი: ყავისფერი, თეთრი გულით

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ:

! ცხოველის თავშესაფრიდან აყვანის შემთხვევაში, ცხოველს ადგილზე დაარეგისტრირებენ და მოახდენენ მის იდენტიფიკაციას, ხოლო თქვენ მიერ ქუჩიდან ან სხვა ვითარებაში აყვანილი ძაღლის ან კატის რეგისტრაციისათვის საჭიროა, ცხოველთან ერთად, არაუმეტეს ერთი თვის ვადაში მიმართოთ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ან შესაბამის ვეტერინარულ, კინოლოგიურ, ფელინოლოგიურ დაწესებულებას.

იხილეთ ბმული -  ცხოველის რეგისტრაცია და იდენტიფიკაცია

სასარგებლო ბმულები: როგორ უნდა ავიყვანო (ვიჩუქო) ცხოველი თავშესაფრიდან?   რას ნიშნავს კასტრაცია/სტერილიზაცია და რატომ უნდა ჩავუტაროთ აღნიშნული პროცედურა ცხოველს?