დაკარგული ჰასკი ან ჰასკის მეტისი თავშესაფარშია
მუნიციპალურ თავშესაფარში მეტრო ნაძალადევის მიმდებარე ტერიტორიიდან შემოყვანილია სავარაუდოდ დაკარგული ჰასკი ან ჰასკის მეტისი.
ჯიში: ჰასკი ან ჰასკის მეტისი
ასაკი: 2-3 წლის
სქესი: ხვადი
ფერი: წითური, თეთრში
პატრონი დაგვიკავშირდეს ნომერზე - (32) 242 11 71
თუ პატრონმა არ მოაკითხა, ძაღლი გაჩუქდება 20 დეკემბრიდან
გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო რეგისტრირებული ცხოველებისა და მათი პატრონების შესახებ მონაცემებს ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღრიცხავს. რეგისტრირებული და იდენტიფიცირებული ძაღლის ან კატის პოვნის შემთხვევაში, სააგენტო მარტივად ადგენს პატრონის ვინაობას და უბრუნებს ცხოველს. ამდენად, ცხოველის რეგისტრაცია ზრდის თქვენი დაკარგული ოთხფეხა მეგობრის პოვნის შესაძლებლობას. იხილეთ ბმული: რეგისტრაცია-იდენტიფიკაცია