დაკარგული პიტ ბული ან პიტ ბულის მეტისი თავშესაფარშია
მუნიციპალურ თავშესაფარში ვაჟა-ფშაველას გამზირიდან შემოყვანილია სავარაუდოდ დაკარგული პიტ ბული ან პიტ ბულის მეტისი.
ჯიში: პიტ ბული ან პიტ ბულის მეტისი
ასაკი: 4-5 წლის
სქესი: ხვადი
ფერი: ყავისფერი, რუხში
განსაკუთრებული ნიშანი: უკეთია ჯაჭვის საყელური
პატრონი დაგვიკავშირდეს ნომერზე - (32) 242 11 71
თუ პატრონმა არ მოაკითხა, ძაღლი გაჩუქდება 24 დეკემბრიდან
გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო რეგისტრირებული ცხოველებისა და მათი პატრონების შესახებ მონაცემებს ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღრიცხავს. რეგისტრირებული და იდენტიფიცირებული ძაღლის ან კატის პოვნის შემთხვევაში, სააგენტო მარტივად ადგენს პატრონის ვინაობას და უბრუნებს ცხოველს. ამდენად, ცხოველის რეგისტრაცია ზრდის თქვენი დაკარგული ოთხფეხა მეგობრის პოვნის შესაძლებლობას. იხილეთ ბმული: რეგისტრაცია-იდენტიფიკაცია