დაკარგული კოკერ სპანიელის მეტისი თავშესაფარშია
მუნიციპალურ თავშესაფარში გლდანის მე-4 მიკრორაიონიდან შემოყვანილია სავარაუდოდ დაკარგული კოკერ სპანიელის მეტისი.
ჯიში: კოკერ სპანიელის მეტისი
ასაკი: 3-4 წლის
სქესი: ხვადი
ფერი: შავი
პატრონი დაგვიკავშირდეს ნომერზე - (32) 242 11 71
თუ პატრონმა არ მოაკითხა, ძაღლი გაჩუქდება 16 იანვრიდან
გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო რეგისტრირებული ცხოველებისა და მათი პატრონების შესახებ მონაცემებს ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღრიცხავს. რეგისტრირებული და იდენტიფიცირებული ძაღლის ან კატის პოვნის შემთხვევაში, სააგენტო მარტივად ადგენს პატრონის ვინაობას და უბრუნებს ცხოველს. ამდენად, ცხოველის რეგისტრაცია ზრდის თქვენი დაკარგული ოთხფეხა მეგობრის პოვნის შესაძლებლობას. იხილეთ ბმული: რეგისტრაცია-იდენტიფიკაცია