დაკარგული კატა თავშესაფარშია
მუნიციპალურ თავშესაფარში შარტავას ქუჩიდან შემოყვანილია სავარაუდოდ დაკარგული სიამის მეტისი კატა.
ჯიში:სიამის მეტისი
ასაკი: 1-2 წლის
სქესი: ძუ
ფერი: ჩალისფერი, ყავისფერში
ჯანმრთელობის მდგომარეობა: ტრავმირებული
პატრონი დაგვიკავშირდეს ნომერზე - (32) 242 11 71 (შაბათ-კვირას 577 95 85 55)
თუ პატრონმა არ მოაკითხა, კატა გაჩუქდება 18 იანვრიდან
გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო რეგისტრირებული ცხოველებისა და მათი პატრონების შესახებ მონაცემებს ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღრიცხავს. რეგისტრირებული და იდენტიფიცირებული ძაღლის ან კატის პოვნის შემთხვევაში, სააგენტო მარტივად ადგენს პატრონის ვინაობას და უბრუნებს ცხოველს. ამდენად, ცხოველის რეგისტრაცია ზრდის თქვენი დაკარგული ოთხფეხა მეგობრის პოვნის შესაძლებლობას. იხილეთ ბმული: რეგისტრაცია-იდენტიფიკაცია