თავშესაფრიდან მიიკედლეს კურცჰაარის ან კურცჰაარის მეტისი ლეკვი
მუნიციპალური თავშესაფრიდან მიიკედლეს აღმაშენებლის ხეივნიდან შემოყვანილი კურცჰაარის ან კურცჰაარის მეტისი ლეკვი.
ჯიში: კურცჰაარი ან კურცჰაარის მეტისი
ასაკი: 5-6 თვის
სქესი: ძუ (სტერილური)
ფერი: ყავისფერი, რუხი ლაქებით
გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
! ცხოველის თავშესაფრიდან აყვანის შემთხვევაში, ცხოველს ადგილზე დაარეგისტრირებენ და მოახდენენ მის იდენტიფიკაციას, ხოლო თქვენ მიერ ქუჩიდან ან სხვა ვითარებაში აყვანილი ძაღლის ან კატის რეგისტრაციისათვის საჭიროა, ცხოველთან ერთად, არაუმეტეს ერთი თვის ვადაში მიმართოთ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ან შესაბამის ვეტერინარულ, კინოლოგიურ, ფელინოლოგიურ დაწესებულებას.
იხილეთ ბმული - ცხოველის რეგისტრაცია და იდენტიფიკაცია
სასარგებლო ბმულები: როგორ უნდა ავიყვანო (ვიჩუქო) ცხოველი თავშესაფრიდან? რას ნიშნავს კასტრაცია/სტერილიზაცია და რატომ უნდა ჩავუტაროთ აღნიშნული პროცედურა ცხოველს?