დაკარგული ლაბრადორი ან ლაბრადორის მეტისი თავშესაფარშია
მუნიციპალურ თავშესაფარში ბახტრიონის ქუჩიდან შემოყვანილია სავარაუდოდ დაკარგული ლაბრადორი ან ლაბრადორის მეტისი.
ჯიში: ლაბრადორი ან ლაბრადორის მეტისი
ასაკი: 2-3 წლის
სქესი: ხვადი
ფერი: ჩალისფერი
განსაკუთრებული ნიშანი: უკეთია შავი საყელური
პატრონი დაგვიკავშირდეს ნომერზე - (32) 242 11 71
თუ პატრონმა არ მოაკითხა, ძაღლი გაჩუქდება 21 იანვრიდან
გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო რეგისტრირებული ცხოველებისა და მათი პატრონების შესახებ მონაცემებს ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღრიცხავს. რეგისტრირებული და იდენტიფიცირებული ძაღლის ან კატის პოვნის შემთხვევაში, სააგენტო მარტივად ადგენს პატრონის ვინაობას და უბრუნებს ცხოველს. ამდენად, ცხოველის რეგისტრაცია ზრდის თქვენი დაკარგული ოთხფეხა მეგობრის პოვნის შესაძლებლობას. იხილეთ ბმული: რეგისტრაცია-იდენტიფიკაცია