დაკარგული დრათჰაარი ან დრათჰაარის მეტისი თავშესაფარშია
მუნიციპალურ თავშესაფარში სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან შემოყვანილია სავარაუდოდ დაკარგული დრათჰაარი ან დრათჰაარის მეტისი.
ჯიში: დრათჰაარი ან დრათჰაარის მეტისი
ასაკი: 3-4 წლის
სქესი: ხვადი
ფერი: ყავისფერი
ჯანმრთელობის მდგომარეობა: ტრავმირებული
პატრონი დაგვიკავშირდეს ნომერზე - (32) 242 11 71
თუ პატრონმა არ მოაკითხა, ძაღლი გაჩუქდება 22 იანვრიდან
გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო რეგისტრირებული ცხოველებისა და მათი პატრონების შესახებ მონაცემებს ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღრიცხავს. რეგისტრირებული და იდენტიფიცირებული ძაღლის ან კატის პოვნის შემთხვევაში, სააგენტო მარტივად ადგენს პატრონის ვინაობას და უბრუნებს ცხოველს. ამდენად, ცხოველის რეგისტრაცია ზრდის თქვენი დაკარგული ოთხფეხა მეგობრის პოვნის შესაძლებლობას. იხილეთ ბმული: რეგისტრაცია-იდენტიფიკაცია