დაკარგული კატა თავშესაფარშია
მუნიციპალურ თავშესაფარში სანავარდოს ქუჩიდან შემოყვანილია სავარაუდოდ დაკარგული კატა.
ჯიში: მეტისი
ასაკი: 3-4 წლის
სქესი: ხვადი
ფერი: რუხი, გრძელბეწვიანი
პატრონი დაგვიკავშირდეს ნომერზე - (32) 242 11 71 (შაბათ-კვირას 5 77 95 85 55)
თუ პატრონმა არ მოაკითხა, კატა გაჩუქდება 13 მარტიდან
გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო რეგისტრირებული ცხოველებისა და მათი პატრონების შესახებ მონაცემებს ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღრიცხავს. რეგისტრირებული და იდენტიფიცირებული ძაღლის ან კატის პოვნის შემთხვევაში, სააგენტო მარტივად ადგენს პატრონის ვინაობას და უბრუნებს ცხოველს. ამდენად, ცხოველის რეგისტრაცია ზრდის თქვენი დაკარგული ოთხფეხა მეგობრის პოვნის შესაძლებლობას. იხილეთ ბმული: რეგისტრაცია-იდენტიფიკაცია