დაკარგული ჰასკი ან ჰასკის მეტისი თავშესაფარშია
მუნიციპალურ თავშესაფარში ცოტნე დადიანის ქუჩიდან შემოყვანილია სავარაუდოდ დაკარგული ჰასკი ან ჰასკის მეტისი.
ჯიში: ჰასკი ან ჰასკის მეტისი
ასაკი: 2-3 წლის
სქესი: ხვადი
ფერი: რუხი, თეთრში
განსაკუთრებული ნიშანი: უკეთია წითელი საყელური
პატრონი დაგვიკავშირდეს ნომერზე - (32) 242 11 71 (შაბათ-კვირას 577 95 85 55)
თუ პატრონმა არ მოაკითხა, ძაღლი გაჩუქდება 29 მარტიდან
გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო რეგისტრირებული ცხოველებისა და მათი პატრონების შესახებ მონაცემებს ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღრიცხავს. რეგისტრირებული და იდენტიფიცირებული ძაღლის ან კატის პოვნის შემთხვევაში, სააგენტო მარტივად ადგენს პატრონის ვინაობას და უბრუნებს ცხოველს. ამდენად, ცხოველის რეგისტრაცია ზრდის თქვენი დაკარგული ოთხფეხა მეგობრის პოვნის შესაძლებლობას. იხილეთ ბმული: რეგისტრაცია-იდენტიფიკაცია