დაკარგული კნუტი თავშესაფარშია
მუნიციპალურ თავშესაფარში დიღმის მასივიდან შემოყვანილია სავარაუდოდ დაკარგული კნუტი.
ჯიში: მეტისი
ასაკი: 4-5 თვის
სქესი: ძუ
ფერი: შავი, თეთრი გულით
განსაკუთრებული ნიშანი: უკეთია საყელური
პატრონი დაგვიკავშირდეს ნომერზე - (32) 242 11 71 (შაბათ-კვირას 5 77 95 85 55)
თუ პატრონმა არ მოაკითხა, კნუტი გაჩუქდება 30 მარტიდან
გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო რეგისტრირებული ცხოველებისა და მათი პატრონების შესახებ მონაცემებს ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღრიცხავს. რეგისტრირებული და იდენტიფიცირებული ძაღლის ან კატის პოვნის შემთხვევაში, სააგენტო მარტივად ადგენს პატრონის ვინაობას და უბრუნებს ცხოველს. ამდენად, ცხოველის რეგისტრაცია ზრდის თქვენი დაკარგული ოთხფეხა მეგობრის პოვნის შესაძლებლობას. იხილეთ ბმული: რეგისტრაცია-იდენტიფიკაცია