დაკარგული ლაბრადორი ან ლაბრადორის მეტისი თავშესაფარშია
მუნიციპალურ თავშესაფარში მაჭავარიანის ქუჩიდან (სოფ. დიღომი) შემოყვანილია სავარაუდოდ დაკარგული ლაბრადორი ან ლაბრადორის მეტისი.
ჯიში: ლაბრადორი ან ლაბრადორის მეტისი
ასაკი: 2-3 წლის
სქესი: ძუ
ფერი: ჩალისფერი
პატრონი დაგვიკავშირდეს ნომერზე - (32) 242 11 71 (შაბათ-კვირას 5 77 95 85 55)
თუ პატრონმა არ მოაკითხა, ძაღლი გაჩუქდება 31 მარტიდან
გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო რეგისტრირებული ცხოველებისა და მათი პატრონების შესახებ მონაცემებს ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღრიცხავს. რეგისტრირებული და იდენტიფიცირებული ძაღლის ან კატის პოვნის შემთხვევაში, სააგენტო მარტივად ადგენს პატრონის ვინაობას და უბრუნებს ცხოველს. ამდენად, ცხოველის რეგისტრაცია ზრდის თქვენი დაკარგული ოთხფეხა მეგობრის პოვნის შესაძლებლობას. იხილეთ ბმული: რეგისტრაცია-იდენტიფიკაცია