დაკარგული ჰასკის ან ჰასკის მეტისი ლეკვი თავშესაფარშია
მუნიციპალურ თავშესაფარში ზემო ვეძისიდან შემოყვანილია სავარაუდოდ დაკარგული ჰასკის ან ჰასკის მეტისი ლეკვი.
ჯიში: ჰასკის ან ჰასკის მეტისი
ასაკი: 1-2 თვის
სქესი: ძუ
ფერი: შავ-თეთრი
ჯანმრთელობის მდგომარეობა: დაავადებული
პატრონი დაგვიკავშირდეს ნომერზე: (32) 242 11 71, 5 77 95 85 55
მისამართი: ვარკეთილის მეურნეობა. თვალჭრელიძის ქ. 45ა
თუ პატრონმა არ მოაკითხა, ლეკვი გაჩუქდება 29 მაისიდან
გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო რეგისტრირებული ცხოველებისა და მათი პატრონების შესახებ მონაცემებს ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღრიცხავს. რეგისტრირებული და იდენტიფიცირებული ძაღლის ან კატის პოვნის შემთხვევაში, სააგენტო მარტივად ადგენს პატრონის ვინაობას და უბრუნებს ცხოველს. ამდენად, ცხოველის რეგისტრაცია ზრდის თქვენი დაკარგული ოთხფეხა მეგობრის პოვნის შესაძლებლობას. იხილეთ ბმული: რეგისტრაცია-იდენტიფიკაცია