საკონსულტაციო-საინფორმაციო შეხვედრა ვეტერინარებთან
24 ივნისს, 13:00 საათზე, გლდანის მე-6 მიკრორაიონში, მე-7 და მე-20 კორპუსებს შორის მდებარე სკვერში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ექიმი-ვეტერინარები ცხოველების მეპატრონეებსა და მიმკედლებლებს შეხვდებიან.
შეხვედრის განმავლობაში მეპატრონეები და მიმკედლებლები შეძლებენ, ვეტერინარს ადგილზე აჩვენონ ცხოველი და მიიღონ უფასო კონსულტაცია.
ვეტერინარები ისეთ აქტუალურ და პრობლემატურ საკითხებზე ისაუბრებენ როგორიცაა:
სავალდებულო სამედიცინო პროცედურები;
ვაქცინაცია;
ვირუსული დაავადებები;
კანის ინფექციური დაავადებების ამოცნობა და მართვა;
პარაზიტებით ინტოქსიკაცია;
ჭირის ვირუსის სპეციფიკა და მკურნალობა.
პროექტის ფარგლებში, საკონსულტაციო შეხვედრები დედაქალაქის მასშტაბით ყველა რაიონში, სხვადასხვა მისამართზე ჩატარდება.
პროექტის მიზანია, ცხოველებზე მზრუნველი ადამიანებისათვის ვეტერინართან კონსულტაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა, საჭირო და პრობლემატურ საკითხებზე ინფორმაციის მიღება და გამოცდილების გაზიარება.
შეხვედრებზე დაცული იქნება კოვიდ რეგულაციები.