ლეკვების გაჩუქების აქცია
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო გლდანის რაიონში, ვეკუას 16ა-სთან მოწყობილ საახალწლო სოფელში ლეკვების გაჩუქების აქციას გამართავს.
სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში გასაჩუქებლად გამოყვანილი იქნებიან მიუსაფარი და პატრონების მიერ თავშესაფარში ჩაბარებული ლეკვები, რომლებიც მომავალ მეპატრონეებს საახალწლო სოფელში, 18:00-დან 20:00 საათამდე დაელოდებიან.
ცხოველების აყვანის მსურველებს სააგენტოს წარმომადგენლები მათი მოვალეობებისა და ცხოველისათვის სავალდებულოდ განსახორციელებელი ვეტერინარული პროცედურების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან.
შინაური ცხოველის ყოლა პოზიტიურ გავლენას ახდენს ოჯახურ გარემოსა და ურთიერთობებზე. ცხოველზე მზრუნველობა დადებითად მოქმედებს ბავშვის ფსიქო-ემოციურ განვითარებასა და მცირეწლოვან ასაკში ჯანსაღი ღირებულებების ჩამოყალიბებაზე.
ამასთან, ოჯახის ახალი წევრის მატება მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც დიდ პასუხისმგებლობასა და მოვალეობებს უკავშირდება.