სიახლეები
09 იანვარი
2023

ლეკვების გაჩუქების აქცია

12 იანვარს 18:00 საათზე ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ორბელიანის მოედანზე მოწყობილ ,,საახალწლო სოფელში“ ცხოველების გაჩუქების აქციას გამართავს.
 
სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში გასაჩუქებლად მიიყვანენ მიუსაფარ და პატრონების მიერ თავშესაფარში ჩაბარებულ ლეკვებს.
 
ღონისძიების ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, ცხოველების რეგისტრაციისა და სტერილიზაციის შესახებ საინფორმაციო ფლაერებს დაარიგებენ.
 
ცხოველების აყვანის მსურველებს კი მათი მოვალეობებისა და ცხოველისათვის სავალდებულო ვეტერინარული პროცედურების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან.
 
შინაური ცხოველის ყოლა პოზიტიურ გავლენას ახდენს ოჯახურ გარემოსა და ურთიერთობებზე, ამავდროულად, მნიშვნელოვან პასუხისმგებლობასა და მოვალეობებთან არის დაკავშირებული.
 
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მეპატრონეებსა და მათ ოთხფეხა მეგობრებს ბედნიერ და მშვიდობიან წელს უსურვებს.