სიახლეები
09 თებერვალი
2023

მიუსაფარი ცხოველების გაჩუქების აქცია ჩატარება

12 თებერვალს 13:00 საათზე ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ვაკის პარკში, მედითეკის მიმდებარედ მიუსაფარი ცხოველების გაჩუქების აქციას გამართავს.
 
აქციის ფარგლებში მოქალაქეების მიერ გასაჩუქებლად გამოყვანილი მიუსაფარი ცხოველები დაბინავდებიან.
 
სააგენტოს წარმომადგენლები ცხოველების აყვანის მსურველებს მათი პასუხისმგებლობისა და მოვალეობების, ასევე, ცხოველისათვის სავალდებულო ვეტერინარული პროცედურების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან. ამასთან ერთად, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, ცხოველების რეგისტრაციისა და სტერილიზაციის შესახებ საინფორმაციო ფლაერებს დაარიგებენ.
 
გაჩუქების აქცია მიუსაფარი ცხოველების მიმკედლებლების ჩართულობით ჩატარდება და ნებისმიერ მსურველს გაჩუქების მიზნით ცხოველის მოყვანის საშუალება ექნება.
 
ღონისძიებაზე მკაცრად გაკონტროლდება სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა და სხვადასხვა მისამართიდან შემოყვანილი ცხოველების ინდივიდუალურად განთავსების საკითხი.
 
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო შინაური კომპანიონი ცხოველების აყვანის მსურველებს მოგმართავთ თხოვნით, ოჯახის ახალი ოთხფეხა წევრის აყვანამდე გაეცნოთ ცხოველების ყოლასთან დაკავშირებულ სირთულეებსა და გაიაზროთ დაკისრებული პასუხისმგებლობის მნიშვნელობა.