მუნიციპალური თავშესაფრის ტერიტორიაზე პოპულაციების მართვის ახალი თანამედროვე სტანდარტების ცენტრი აშენდება.
მუნიციპალური თავშესაფრის ტერიტორიაზე პოპულაციების მართვის ახალი თანამედროვე სტანდარტების ცენტრი აშენდება. შესაბამისი ხელშეკრულება ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსა და ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შორის უკვე გაფორმდა.
პროექტის ფარგლებში 30 ინდივიდუალური ვოლიერი, ლაბორატორია და საოპერაციო ბლოკი, თავისი პოსტოპერაციული სივრცით მოეწყობა. შენობები უზრუნველყოფილი იქნება სავენტილაციო და საკანალიზაციო სისტემებით, ასევე, გათბობა-გაგრილების ელექტრო გაყვანილობის სისტემებით.
ახალი ცენტრი იზოლირებული იქნება არსებული თავშესაფრის შენობისგან და აქ ცხოველებს მხოლოდ სტერილიზაცია-კასტრაციის მიზნით გადაიყვანენ. თავშესაფრის სრული პერიმეტრი ღობით შემოისაზღვრება.
ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა და მოწყობა მიმდინარე წელს დასრულდება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის თავშესაფრის გამტარუნარიანობას და შესაბამისად, სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციების რაოდენობას.