სიახლეები
07 ოქტომბერი
2026

მაშველებმა კნუტი გადაარჩინეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ოპერატიული რეაგირების ჯგუფმა ვაჟა-ფშაველას გამზირის №30-ში, მე-6 სართულის სიმაღლეზე კონდიციონერის გარე აგრეგატზე გაჭედილი კნუტი გადაარჩინა.
მიღებული შეტყობინების საფუძველზე, ადგილზე მისულმა მაშველებმა კნუტი უსაფრთხოდ ჩამოიყვანეს და დედა კატას დაუბრუნეს. 
ცხოველების დახმარების საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდეთ ცხელი ხაზის - 112-ის მეშვეობით