სიახლეები
16 ივლისი
2024

სააგენტოს მაშველებმა კნუტი გადაარჩინეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა ბელიაშვილის ქუჩაზე, სანიაღვრე სისტემიდან, თითქმის 4 საათიანი მცდელობის შემდეგ, კნუტი ამოიყვანეს და მასზე მზრუნველ ადამიანებთან დააბრუნეს.

რადგან შეშინებული კნუტი სანიაღვრე სისტემაში გადაადგილდებოდა, მაშველებმა მილებში გასასვლელი გზები ჩაკეტეს, მისი ნდობა მოიპოვეს და უსაფრთხოდ ამოიყვანეს.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის ყველა იმ მოქალაქეს, რომლის მომართვის საფუძველზე, სააგენტოს მაშველები დედაქალაქის ბინადარ ცხოველებს ეხმარებიან.