სიახლეები
17 ივლისი
2024

მაშველებმა კატა გადაარჩინეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა ჭიჭინაძის ქუჩაზე 10-12 მეტრი სიმაღლის ხიდან კატა უვნებლად ჩამოიყვანეს.

ხშირად ძაღლებისგან შეშინებული კატები, ხეებზე ასვლით ახერხებენ თავის გადარჩენას, მაგრამ საფრთხე რომ გადაივლის, ჩამოსვლას რამდენიმე დღის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობენ.

მაშველებმა კატა ამწე კალათის მეშვეობით ჩამოიყვანეს და მასზე მზრუნველ ადამიანებთან დააბრუნეს.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის მოქალაქეებს, რომელთა მომართვის საფუძველზე, სააგენტოს მაშველები დედაქალაქის ბინადარ ცხოველებს ყოველდღიურ რეჟიმში ეხმარებიან.