სიახლეები
20 ივლისი
2024

მაშველებმა კნუტი გადაარჩინეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა თემქის მესამე მიკრორაიონში, მე-5 კვარტალში, მე-14 კორპუსის სავენტილაციო მილში ჩავარდნილი კნუტი გადაარჩინეს.

მაშველებმა, პირველ რიგში, მისი მდებარეობა ზუსტად განსაზღვრეს. შემდეგ კი, მეპატრონის თანხმობით, კედელი გამოტეხეს და კნუტი უსაფრთხოდ გამოიყვანეს.
სამაშველო ჯგუფმა ის მასზე მზრუნველ ადამიანებთან დააბრუნა.

აღნიშნული შემთხვევების პრევენციისათვის, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო გთხოვთ, საჰაერო მილები დალუქოთ მეტალის ბადეებით, ან სხვა საშუალებით, ვინაიდან, სხვენიდან ღია მილებში კატებისა და კნუტების ჩავარდნის ფაქტები საკმაოდ ხშირია.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის ყველა იმ მოქალაქეს, რომლის მომართვის საფუძველზე, სააგენტოს მაშველები დედაქალაქის ბინადარ ცხოველებს ეხმარებიან.