სიახლეები
23 ივლისი
2024

მაშველებმა კნუტი გადაარჩინეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა ვაზისუბნის მესამე მიკრორაიონში, მეორე კვარტალში, მე-15 კორპუსის სავენტილაციო მილში ჩავარდნილი კნუტი გადაარჩინეს და მასზე მზრუნველ ადამიანებთან დააბრუნეს.

აღნიშნული შემთხვევების პრევენციისათვის, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო გთხოვთ, საჰაერო მილები დალუქოთ მეტალის ბადეებით, ან სხვა საშუალებით, ვინაიდან, სხვენიდან ღია მილებში კატებისა და კნუტების ჩავარდნის ფაქტები საკმაოდ ხშირია.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის ყველა იმ მოქალაქეს, რომლის მომართვის საფუძველზე, სააგენტოს მაშველები დედაქალაქის ბინადარ ცხოველებს ეხმარებიან.