სიახლეები
26 ივლისი
2024

ფისომოყვარულთა კლუბთან მემორანდუმი გაფორმდა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსა და ფისომოყვარულთა კლუბს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

თანამშრომლობის მიზანია, დედაქალაქის მასშტაბით მიუსაფარი კატების სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციების ერთობლივად დაგეგმვა და ცხოველების დაბინავებისთვის ქმედითი აქტივობების განხორციელება.

დღეს, მისაფარი ცხოველების ყოფა და მათი კეთილდღეობის ხარისხის ამაღლება საზოგადოების საერთო გამოწვევას წარმოადგენს. ამ საკითხების გადაჭრისთვის კი საჭიროა ერთობლივი, კომპლექსური და ეფექტური ღონისძიებების გატარება