სიახლეები
01 ივნისი
2026

სააგენტოს წარმომადგენლები ამჯერად 55-ე საჯარო სკოლას ესტუმრნენ

საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილები სკოლებში აქტიურად მიმდინარეობს.

ამჯერად, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ გაკვეთლი N55-ე საჯარო სკოლაში, მე-2 და მე-6 კლასის მოსწავლეებს ჩაუტარა.
პრეზენტაციაზე მოსწავლეებმა მეპატრონეთა ვალდებულებებსა და მიუსაფარი ცხოველების შესახებ ისაუბრეს. ბავშვებმა თავიანთი ოთხფეხა მეგობრების სახალისო ისტორიები ერთმანეთს გაუზიარეს, ხოლო პრეზენტაციის დასასრულს სერტიფიკატები მიიღეს.

უნდა გვახსოვდეს, რომ ძაღლის მიტოვება დაუშვებელია! შინაური ცხოველის ყოლა დიდ პასუხისმგებლობას ნიშნავს, რომელსაც თითოეული მოქალაქე ბავშვობიდანვე უნდა აცნობიერებდეს. ამ პასუხისმგებლობის გაძლიერება და ცხოველების მიმართ ემპათიის გაღვივება ჩვენი პროექტის მთავარი მიზანია.

თუ გსურთ, სააგენტომ აღნიშნული პრეზენტაცია თქვენს სკოლაშიც ჩაატაროს, დარეკეთ ნომერზე - 550 054 144, ან მოგვწერეთ სოციალური ქსელის საშუალებით.