გასეირნების წესების დაცვის შემოწმება აქტიურად მიმდინარეობს
ძაღლების გასეირნების წესების დაცვის შემოწმება სხვადასხვა ლოკაციაზე აქტიურად მიმდინარეობს.
ამჟამად, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ოპერატიული რეაგირების ეკიპაჟები ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში, გლდანის ტბის, ვერისა და ვაკის პარკებში მონიტორინგს აწარმოებდნენ.
აგრეთვე, ისინი ამოწმებენ ცხოველთა რეგისტრაციის ვალდებულების შესრულებას და მოსახლეობას საკანონმდებლო რეგულაციებში განხორციელებული ცვლილებების შესახებ ინფორმაციას აწვდიან.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი 103.2-ის მიხედვით,
,,ძაღლის გასეირნება საბლის ან ალიკაპის გარეშე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში (გარდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა), − გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.“