სააგენტომ შინაური ცხოველების მეპატრონეებს სხვადასხვა მომსახურება შესთავაზა
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ წყნეთში შინაური ცხოველების მეპატრონეებს სხვადასხვა მომსახურება შესთავაზა.
ღონისძიების ფარგლებში, მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, თავიანთი ოთხფეხა მეგობრების იდენტიფიკაცია და რეგისტრაცია მოეხდინათ. ასევე, ანტირაბიული (ცოფის საწინააღმდეგო) და კომპლექსური ვაქცინაცია.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო შინაურ ცხოველების მეპატრონეებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ისინი ვალდებულნი არიან უზრუნველყონ საკუთარი ცხოველების იდენტიფიკაცია/რეგისტრაცია.
წინააღმდეგ შემთხვევაში დადგება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ამასთან, 2027 წლის იანვრიდან აღნიშნულ დარღვევაზე დაწესებული ჯარიმა მკაცრდება.