სიახლეები
16 ივნისი
2026

ეკიპაჟმა ფისო გადაარჩინა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ოპერატიული რეაგირების ჯგუფმა ალ. ყაზბეგის გამზირის N41-ში, დაახლოებით, 15-მეტრიანი სიმაღლის ხეზე მყოფი შეშინებული ფისო გადაარჩინა.

ეკიპაჟმა შეტყობინების მიღებისთანავე დროულად მოახდინა რეაგირება, ოპერატიულად შეაფასა სიტუაცია და სპეციალური ამწე კალათის დახმარებით, ფისო უვნებლად ჩამოიყვანა.

მადლობას ვუხდით მოქალაქეს ყურადღებისა და დროული რეაგირებისთვის.
საფრთხეში მყოფი ცხოველების აღმოჩენისას, გთხოვთ, არ დარჩეთ გულგრილები. ცხოველის დახმარების საჭიროების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდით 112-ის მეშვეობით, რათა სააგენტოს ოპერატიულმა ჯგუფმა დროულად შეძლოს რეაგირება და საჭირო დახმარების გაწევა.