სიახლეები
27 ივნისი
2026

ინფორმაცია ცხოველის რეგისტრაციის შესახებ

გაცნობებთ, რომ ,,შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, 2026 წლის 1-ელი ივლისიდან, მონაცემთა ერთიან ბაზაში ფიზიკური პირი მეპატრონედ შეიძლება დარეგისტრირდეს მხოლოდ 16 წლის ასაკის მიღწევისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით გათვალისწინებული ნასამართლობის არქონის შემთხვევებში.

 ამდენად, შინაური ცხოველის რეგისტრაციის დროს, აუცილებელია პირმა მარეგისტრირებელ ორგანოში წარადგინოს შესაბამისი უწყების მიერ გაცემული ცნობა, რომ იგი არ არის ნასამართლევი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით (განსაზღვრავს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ცხოველის წამების, სასტიკი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობისთვის).

პოტენციურად მომეტებული რისკის ძაღლის მეპატრონედ რეგისტრაციისთვის კი, ნასამართლეობის შესახებ ცნობის გარდა, სავალდებულოა ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ცნობის წარდგენაც.

მომეტებული რისკის მქონე ძაღლების ჩამონათვალი: ამერიკული პიტ ბულ ტერიერი; ფილა ბრაზილეირო; სტაფორდშირის ტერიერი; არგენტინული დოგი; ტოსა ინუ; კანე კორსო და სტაფორდშირ ბულ ტერიერი.