სააგენტომ შინაური ცხოველების მეპატრონეებს სხვადასხვა სერვისი შესთავაზა
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ ნუცუბიძის III მიკრორაიონის II კვარტლის N9 კორპუსის მიმდებარედ არსებულ სკვერში შინაური ცხოველების მეპატრონეებს სხვადასხვა სერვისი შესთავაზა.
ღონისძიების ფარგლებში, მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა განეხორციელებინა თავიანთი შინაური ცხოველების იდენტიფიკაცია, რეგისტრაცია, ასევე, კომპლექსური და ანტირაბიული (ცოფის საწინააღმდეგო) ვაქცინაცია ჩაეტარებინა.
ცხოველების პატრონების საყურადღებოდ!
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ️ვალდებულნი ხართ, მოახდინოთ თქვენი ცხოველების იდენტიფიცირება და რეგისტრაცია.