სიახლეები
03 ივლისი
2026

ოპერატიული რეაგირების ჯგუფმა კნუტები გადაარჩინა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ოპერატიული რეაგირების ჯგუფმა, თემქის მე-11 მიკრორაიონის მე-2 კვარტლის N21 კორპუსის ლიფტის შახტში ჩავარდნილი ორი კნუტი გადაარჩინა.

ეკიპაჟმა შეტყობინებაზე დროულად მოახდინა რეაგირება და კნუტების ადგილმდებარეობა ოპერატიულად დაადგინა. რამდენიმესაათიანი სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა ისინი უსაფრთხოდ ამოიყვანეს.

განსაკუთრებით ემოციური იყო ის ფაქტი, რომ კნუტების დედა მთელი სამაშველო ოპერაციის განმავლობაში იქვე ელოდებოდა მათ გადარჩენას. მაშველებმა კნუტები მათი ბინადრობის არეალში დააბრუნეს.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის მათზე მზრუნველ მოქალაქეს დროული რეაგირებისათვის.
ცხოველების დახმარების საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდეთ ცხელი ხაზის - 112-ის მეშვეობით.