სიახლეები
10 ივლისი
2026

მორიგი წარმატებული სამაშველო ოპერაცია

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ოპერატიული რეაგირების ჯგუფმა მორიგი წარმატებული სამაშველო ოპერაცია განახორციელა.

ცოტნე დადიანის ქუჩიდან შემოსული შეტყობინების საფუძველზე, გადაარჩინეს კნუტი, რომელიც ავტომობილის ძარის განყოფილებაში იყო გაჭედილი.

ადგილზე მისულმა მაშველებმა, მაღალი პროფესიონალიზმისა და ოპერატიული მოქმედებების შედეგად, ცხოველის უვნებლად გამოყვანა მოახერხეს და კნუტი მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს დაუბრუნეს.

შეგახსენებთ, რომ ცხოველებთან დაკავშირებული გადაუდებელი დახმარების საჭიროების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდეთ 112-ის საშუალებით.