სიახლეები
10 ივლისი
2026

სტერილიზაციისა და კასტრაციის უფასო მომსახურება შესთავაზა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მიუსაფარ კატებზე მზრუნველ ადამიანებს თენგიზ სტურუას ქუჩაზე მობილურ ვეტერინარულ კლინიკაში ცხოველთა სტერილიზაციისა და კასტრაციის უფასო მომსახურება შესთავაზა.

აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, მოქალაქეებმა შეძლეს კატების სტერილიზაცია/კასტრაცია და ანტირაბიული ვაქცინაცია. სააგენტო ევროპის ქვეყნებში აპრობირებულ, ყველაზე ჰუმანურ სტერილიზაცია/კასტრაციის მეთოდს იყენებს, რომელიც სასარგებლოა თავად ცხოველისთვის, რადგან ის პოზიტიურად ცვლის ცხოველის ქცევას, მნიშვნელოვნად ამცირებს სიმსივნური და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციური დაავადებების რისკს და დაახლოებით, 3-5 წლით ზრდის ცხოველის სიცოცხლის ხანგრძლივობას.