სიახლეები
14 ივლისი
2026

ეკიპაჟმა საფრთხეში მყოფი ძაღლი გადაარჩინა.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ოპერატიული რეაგირების ჯგუფმა საფრთხეში მყოფი ძაღლი გადაარჩინა.

 დახმარების შესახებ შეტყობინება, ამჯერად სოფელ პატარა ლილოდან, დავით აღმაშენებლის მე-2 ჩიხიდან შემოვიდა. ადგილზე მისულ ეკიპაჟს ძაღლი ორმოში დახვდა, საიდანაც ის დროულად ამოიყვანეს. გადარჩენილი ძაღლი პატრონის მოძიების მიზნით, თავშესაფარში გადაიყვანეს.

ცხოველების დახმარების საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდეთ 112-ის მეშვეობით.