სიახლეები
15 ივლისი
2026

სააგენტომ ცხოველების მეპატრონეებს სხვადასხვა მომსახურება შესთავაზა

ლილოს დასახლებაში, ზურაბ ნამორაძის ქუჩაზე, N107 სკოლის მიმდებარედ არსებულ სკვერში, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ შინაური ცხოველების მეპატრონეებს სხვადასხვა მომსახურება შესთავაზა.
სკვერში მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, თავიანთი შინაური ცხოველების იდენტიფიკაცია და რეგისტრაცია მოეხდინათ. ჩატარდა ანტირაბიული (ცოფის საწინააღმდეგო) და კომპლექსური ვაქცინაციის პროცედურებიც.
ღონისძიებას ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის მოადგილე თემურ ბარელაძე დაესწრო, რომელიც ადგილზე მოსულ მოქალაქეებს სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე გაესაუბრა.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო შინაური ცხოველების მეპატრონეებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ვალდებულნი არიან უზრუნველყონ საკუთარი ცხოველების იდენტიფიკაცია/რეგისტრაცია