სააგენტომ ლეკვების გაჩუქების აქცია დაიწყო
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, ითვალისწინებს რა უპატრონო ლეკვებისთვის პატრონის მოძიების მნიშვნელობას, პერიოდულად, თბილისის მასშტაბით ატარებს გაჩუქების აქციებს. პირველი აქცია ჩატარდა ზოოპარკში, ხოლო 2015 წლის 23 აგვისტოს მთაწმინდის პარკში. სადაც შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა - მუნიციპალური თავშესაფრიდან გაჩუქების მიზნით მთაწმინდის პარკში გამოყვანილ ყველა ლეკვს პატრონი გამოუჩნდა. სამწუხაროდ, ყველა მსურველს ვერ შეხვდა „საჩუქარი“, ამიტომ მათ მოუწიათ გაჩუქების მომდევნო აქციის დალოდება, რომელიც ერთ კვირაში გაიმართა.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ უკვე არაერთი მსგავსი აქცია ჩაატარა, მათ შორის განახლებულ ზოოპარკში, „საახალწლო სოფლის“ ტერიტორიაზე და სხვ.
აქციები გაგრძელდება! ანონსები იხილეთ ჩვენს ვებ გვერდზე ან facebook-ის გვერდზე - Tbilisi City Hall's Shelter for Animals. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის მოქალაქეებს აქტივობისათვის.