ლეკვების გაჩუქების აქცია 4 აპრილს!
თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო 4 აპრილს, 16:00 საათზე ბუკიას ბაღში მუნიციპალური თავშესაფრიდან გამოყვანილი გასტერილებული, იდენტიფიცირებული და ვაქცინირებული ლეკვების გაჩუქების აქციას მართავს. ღონისძიება მიძღვნილია უპატრონო ცხოველების საერთაშორისო დღისადმი, რომელსაც მსოფლიო 2011 წლიდან ყოველ 4 აპრილს აღნიშნავს. გაჩუქების აქციაში მონაწილეობას მიიღებენ ცნობადი სახეები, ვოლონტიორები და "საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება"- GSPSA, დარიგდება საინფორმაციო ბუკლეტები და მოქალაქეებს გაეწევათ სხვადასხვა სახის კონსულტაციები ცხოველების მოვლა-პატრონობის წესის დაცვისა და ჰუმანური მოპყრობის დანერგვის მიმართულებით, რაც დადებითაც აისახება მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე და ცხოველების პოპულაციის მართვასა და უსაფრთხო გარემოს შექმნაზე.