სიახლეები
14 მაისი
2016

ლეკვების და კნუტების გაჩუქების აქცია ყოველ კვირას!

თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ბუკიას ბაღში "საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებასთან" ერთად ლეკვებისა და კნუტების გაჩუქების აქციებს მართავს. აქციის მიმდინარეობისას სააგენტოს თანამშრომლები არიგებენ საინფორმაციო ბუკლეტებს, ზრუნავენ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე და დაინტერესების შემთხვევაში, მოქალაქეებს შესაბამის რეკომენდაციებს უწევენ, რაც დადებითაც აისახება მიუსაფარი ცხოველების პოპულაციების მართვის საკითხზე.