ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართება
2016 წლის 24 ივნისს 19:00 საათზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში (მარჯანიშვილის 89/24) დაგეგმილია მორიგი შეხვედრა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებთან ისე სხვა დაინტერესებულ პირებთან. სააგენტოს ხელმძღვანელობა სტუმრებს გააცნობს 2015 წელს გაწეული საქმინობის ანგარიშს, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს, რის შემდგომაც შეხვედრა წარიმართება კითხვა-პასუხის რეჟიმში, მოსმენილ იქნება მოსაზრებები და რეკომენდაციები სფეროს ირგვლივ სხვადასხვა საკითხებზე.
შეხვედრის მიზანია სააგენტოს მხრიდან მეტი გამჭირველობა და მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება არსებულ ვითარებაზე, ასევე ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება, ადამიანებისა და ცხოველების თანაარსებობის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით.
პატივისცემით ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო.