ნორმატიული სიახლეები
მიმდინარე წლის 24 თებერვალს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ განიხილა და მიიღო სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ შემუშავებული ხუთი ნორმატიული აქტი (ძალაში შევიდა გამოქვეყნებისთანავე - 1 მარტიდან):
ა) „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დაფუძნების და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის № 17-56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (იხილეთ ბმული ცვლილება-3-13-24.02.2017.pdf);
ბ) „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის № 20-93 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“(იხილეთ ბმული ცვლილება-3-14-24.02.2017.pdf);
გ) „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის № 7-28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“(იხილეთ ბმული ცვლილება-3-15-24.02.2017.pdf);
დ) „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 103-ე მუხლით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის № 28-117 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (იხილეთ ბმული ცვლილება 3-16-24.02.2017.pdf);
ე) „ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ გაწეული ცალკეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის № 33-141 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (იხილეთ ბმული ცვლილება 3-17-24.02.2017.pdf).
ცხოველების მოვლა-პატრონობის, მათი ყოლის წესების და სააგენტოს საქმიანობის მარეგლამენტირებელ ნორმატიულ აქტებში ასახულ ძირითად სიახლეებს შორის აღსანიშნავია შემდეგი:
- საკუთრებაში არსებული ტერიტორიიდან იმ ცხოველების გაყვანა, რომელთა დაჭერა სცილდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ცხოველთა სავალდებულო დაჭერის საფუძვლებს;
- რეპელენტით ტერიტორიის დამუშავება;
სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოუწოდებს დაინტერესებულ პირებს, დროულად და სრულად გაეცნონ საკანონმდებლო ცვლილებებს და დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი, ცხოველების მოვლა-პატრონობის და მათი ყოლის წესები (მარეგლამენტირებელი კოდიფიცირებული ნორმატიული აქტები იხილეთ ბმულზე http://animalsmonitoring.ge/page/26).