სიახლეები
31 ოქტომბერი
2025

ოპერატიული რეაგირების ჯგუფმა კიდევ ერთი კნუტი გადაარჩინა

დღეს ჩვენმა ოპერატიული რეაგირების ჯგუფმა კიდევ ერთი ფისოს სიცოცხლე გადაარჩინა.

ამჯერად, გლდანის მე-7 მ/რ-დან შემოვიდა სამაშველო ოპერაციის საჭიროების შეტყობინება. კნუტი 16-სართულიანი შენობის სახურავზე არსებული სხვენის კიდეზე იმყოფებოდა და მისი გადავარდნის რეალური საშიშროება იყო.

ჩვენმა პროფესიონალმა მაშველებმა დროული რეაგირება მოახდინეს და სახიფათო სიმაღლეზეც კი ეფექტურად შეძლეს ფისოს გადარჩენა. კნუტი თავშესაფარში გადაიყვანეს, სადაც ექიმ-ვეტერინარებმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეამოწმეს. ფისო სრულიად ჯანმრთელია და ახლა ვეძებთ მისთვის მზრუნველ პატრონს.

ცხოველების დახმარების საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდეთ ცხელი ხაზის - 112-ის მეშვეობით.