კიდევ ერთი კნუტი გადაარჩინეს
ოპერატიული რეაგირების ჯგუფმა გასაჭირში მყოფი კიდევ ერთი კნუტი გადაარჩინა.
გამოძახება დაფიქსირდა თემქაზე, მე-3 მიკრორაიონის მესამე კვარტალის 43 კორპუსში, სადაც მე-7 სართულის საჰაერო მილში იყო პატარა ფისო ჩავარდნილი.
ჯგუფმა დროულად მოახდინა რეაგირება, მალევე შეძლეს ამოყვანა და ბუნებრივ არეალში დაბრუნება.
ცხოველების დახმარების საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზს 112-ის მეშვეობით.