საკონტროლო რეგისტრაციის მონიტორინგი !
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა !
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის № 7-28 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის“ (შემდგომში - წესი) მე-5 მუხლის (ცხოველების რეგისტრაცია და მონაცემთა ერთიანი ბაზის წარმოება):
- მე-8 პუნქტის თანახმად, „საკონტროლო რეგისტრაციას ყოველწლიურად (12 თვეში ერთხელ) ექვემდებარება საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული ან მიკედლებული ყველა რეგისტრირებული ცხოველი“;
- პირველი პუნქტის თანახმად, „ცხოველის რეგისტრაციას ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო (სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო) ან მისი თანხმობით შესაბამისი ვეტერინარული, კინოლოგიური, ფელინოლოგიური დაწესებულებები ან ცხოველთა თავშესაფრები, ცხოველის პატრონის ან მიმკედლებლის შესაბამისი განაცხადის საფუძველზე, ამ წესით დადგენილი პირობებით“;
- მე-6 პუნქტის თანახმად, „რეგისტრაციას, ცხოველისთვის მიკედლებულის სტატუსის მინიჭების მიზნით, შესაბამისი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიმართვის საფუძველზე, ახორციელებს მხოლოდ უფლებამოსილი ორგანო (სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო).
ამასთან, წესის მე-6 მუხლის (ცხოველის შენახვასა და მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული პატრონის ვალდებულებები) მე-15 პუნქტის თანახმად, „ცხოველის პატრონი ვალდებულია ყოველწლიურად უზრუნველყოს ცხოველის ვეტერინარული შემოწმება, იმუნიზაცია (მათ შორის ანტირაბიული) და საჭირო სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება“.
დამატებით გაცნობებთ, რომ საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული ცხოველების საკონტროლო რეგისტრაციის ჩატარება პატრონს/მფლობელს შეუძლია როგორც სააგენტოში, ისე ქვემოთ მითითებულ უფლებამოსილ დაწესებულებებში, უსასყიდლოდ.
მიკედლებული ცხოველების საკონტროლო რეგისტრაციისთვის, მიმკედლებელი უფლებამოსილია დაუკავშირდეს სააგენტოს, შეათანხმოს მიმკედლებელისთვის ხელსაყრელი დრო და ადგილი, ხოლო სააგენტოს რეაგირების ჯგუფი ადგილზე (მიმკედლებელის მიერ მითითებულ მისამართზე) უზრუნველყოფს ცხოველის დათვალიერებას (მისი იდენტიფიცირების მიზნით) და საკონტროლო რეგისტრაციას, უსასყიდლოდ. წინასწარ შეთანხმებულ დროსა და ადგილზე მიკედლებული ცხოველის წარმოდგენის ვალდებულება ეკისრება მიმკედლებელს.
ნორმატიული აქტით დადგენილი ზემოხსენებული და სხვა რეგულაციების შესრულების შემოწმების ფარგლებში, სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ დაიწყო განვლილ პერიოდში რეგისტრირებული ცხოველების სავალდებულო საკონტროლო რეგისტრაციის და ანტირაბიული იმუნიზაციის, ასევე წესით დადგენილი ცხოველების პატრონების და მიმკედლებლების სხვა ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობის გადამოწმების პროცესი. შესაბამისად და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 103-ე მუხლით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის № 28-117 დადგენილებით სააგენტოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ზემოხსენებული სამართალდარღვევების დაფიქსირების შემთხვევაში, სამართალდამრღვევის მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირების ზომები.
სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოუწოდებს დაინტერესებულ პირებს დაიცვათ ნორმატიული აქტებით დადგენილი რეგულაციები.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პატრონიანი ძაღლების და კატების რეგისტრაციის წარმოების უფლებამოსილების მქონე დაწესებულებების სია:
- საქართველოს პროფესიონალთა სპორტულ-სამოსამსახურეო კინოლოგიური კავშირი. მის.: აღმაშენებლის გამზ. N 115, ტელ.: 568953821, 790553821, E-mail kinologia.ge@mail.ru;
- შ.პ.ს. „ზოოლოგია +“ ვეტერინარულ - კოსმეტიკური კაბინეტი, მის.: ყაზბეგის გამზ. N 41, ტელ.: 577447077, E-mail chachuaekaterine@yahoo.com;
- ვეტერინარულ - კოსმეტიკური კაბინეტი, მის.: კოსტავას ქ. N 9, ტელ.: 593733973, E-mail ana kopaliani@mail.ru;
- ვეტერინარულ - კოსმეტიკური კაბინეტი, მის.: თამარაშვილის ქ. N 7, ტელ. 577272110, E-mail ketevan.kvirkvelia@mail.ru;
- კინოლოგიური კლუბი, მის.: ც. დადიანის გამზ. N 129, ტელ.: 555963637, E-mail nino.bokuchava.90@mail.ru;
- ვეტერინარულ - კოსმეტიკური კაბინეტი, მის.: გლდანის 1 მ/რ, კარტოგრაფიული ფაბრიკის მიმდებარე ტერიტორია, ტელ.: 555515973, E-mail sulxanishvili.mzago@mail.ru;
- ვეტერინარული კლინიკა, მის.: აბაშიძის ქ. N 59, ტელ.: 2144395, 599140111, E-mail giorgi.baramidze@hotmail.com;
- კინოლოგიური სერვის კაბინეტი, მის.: ნუცუბიძის ქ. N 2 ა, ტელ.: 599470167, E-mail nessyclub@rambler.ru;
- ცხოველთა პირველადი დახმარების კაბინეტი, მის.: მუხიანის მე-4ა მ/რ, კორპ. N 8, ტელ.: 577445145, E-mail giorgi.khubashvili@gmail.com;
- შ.პ.ს „ახალი ვეტერინარული კლინიკა“, მის.: ცინცაძის ქ. N 45, ტელ.: 555911253, 577425936, 2911253, E-mail aibo.ge@yahoo.com;
- საქართველოს კინოლოგიური ფედერაცია, მის.: პეკინის ქ. N 39 ა, ტელ.: 2370259, E-mail info@fcg.ge;
- ვეტერინარული კლინიკა, მის.: წერეთლის გამზ. N 74, ტელ.: 593206166, 2352538, E-mail marine.nijaradze@mail.ru;
- აგრარული უნივერსიტეტის სავეტერინარო კლინიკა, მის.: დავით აღმაშენებლის ხეივანი N 240, ტელ.: 555275507, E-mail clinic@agruni.edu.ge;
- შ.პ.ს „აქვა-ტერრა“, მის.: კეკელიძის ქ. N 12, ტელ.: 2224796, 55752644, E-mail muradian.80@mail.ru;
- შ.პ.ს „აქვა-ტერრა“, მის.: მიქელაძის ქ. N 7, ტელ.: 599231244, E-mail zaxvet@mail.ru;
- ვეტერინარული კლინიკა „ბუნება“, მის.: კანდელაკის ქ. N 61, ტელ.: 2389811, 593394733, E-mail davit-vet@mail.ru;
- ვეტერინარული კლინიკა შ.პ.ს. „ბერიძე და კო“, მის.: ნუცუბიძის ქ. N 62 ა, ტელ.: 2325408, 599738888, E-mail natiber2008@gmail.com;
- ვეტერინარული კლინიკა შ.პ.ს „ვეტ - ექსპრესი“, მის.: გლდანი, ხიზანიშვილის ქ. N 47, ტელ. 599515597 , E-mail v.mamaladze@hotmail.com;
- ვეტერინარული კლინიკა შ.პ.ს. „ვეტერინარია ლიდერი“, მის.: ჩიქობავას ქ. N 5, ტელ.: 579998282, E-mail veterinaria.lider@gmail.com;
- ვეტერინარულ-კოსმეტიკური კაბინეტი, მის.: ც.დადიანის გამზ. N 47, ტელ. 593368678, E-mail guraspashvilitamriko@mail.ru;
- შ.პ.ს. „ვეტერინარული ცენტრი ზოოპლაზა“, მის. კოსტავას ქ. N 67, ტელ.: 2334301, E-mail an.gugusiani@yahoo.com;
- ვეტერინარულ-კოსმეტიკური კაბინეტი, მის.: კეკელიძის ქ. N 13 ა, ტელ. 2369837, 599518548, E-mail mestvirishvili_n@mail.ru;
- ვეტერინარული მომსახურეობის კაბინეტი, მის.: უზნაძის ქ. N 6, ტელ. 577447507, E-mail iviko71@gmail.com;
- ვეტერინარული მომსახურეობის კაბინეტი, მის.: უზნაძის ქ. N 6, ტელ. 593103914, E-mail teatata@rambler.ru;
- ვეტერინარული მომსახურეობის კაბინეტი, მის.: მოსკოვის გამზ. 3, ტელ. 557960520, E-mail kacurikaci@yahoo.com;
- შ.პ.ს „ბალტო“ ვეტერინარული კლინიკა, მის.: ყაზბეგის გამზ. 20 ა, ტელ. 599200906, E-mail baltokinologia@gmail.com;
- შ.პ.ს. „მეცნიერება“ ვეტერინარულ-კოსმეტიკური კაბინეტი, მის.: მოსკოვის გამზ. N 3, ტელ.593647877, E-mail kavetti2003@yahoo.com;
- საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ჯიშიანი ძაღლების მოყვარულთა კენელ კლუბი“, მის.: წინამძღვრიშვილის ქ. N 31, ტელ. 568840684, 2951491, E-mail info@gukc.ge;
- შ.პ.ს „პეტ ჰაუსი“ ვეტერინარული მომსახურეობის კაბინეტი, მის.: არმაზის ქ. N 33, ტელ. 577996620, E-mail geopethouse@gmail.com;
- შ.პ.ს „თევზის სამყარო“ ვეტერინარულ-კოსმეტიკური კაბინეტი, მის.: მიქელაძის ქ. N 1, ტელ. 571430430; E-mail laliko430@gmail.com;
- ვეტ-კოსმეტიკური კაბინეტი „ბოჩი“, მის.: ქავთარაძის ქ. N51, ტელ. 2141407, 577717679, E-mail mativar199@gmail.com;
- ვეტერინარულ - კოსმეტიკური კაბინეტი, მის.: გურამიშვილის გამზ. N 50, ტელ. 2618734, 551588655, E-mail a.khotelashvili@gmail.com;
- შ.პ.ს „ელკო“ ვეტერინარული კლინიკა, მის.: მოსკოვის გამზ. N 7, ტელ. 599266558, 2713714, E-mail kaxaa1974@googlemail.com;
- ვეტერინარული კლინიკა, მის.: ჯავახეთის ქ. N 42 ა, ტელ. 599926722, E-mail davit.omarashvili@mail.ru;
- შ.პ.ს „ვეტაგრო“ ვეტერინარული კლინიკა, მის.: თევდორე მღვდლის ქ. N 5, ტელ. 599413250, E-mail g.chelidze75@yahoo.com;
- ვეტერინარულ - კოსმეტიკური კაბინეტი, მის.: აბასთუმნის ქ. N4, ტელ. 599028242, 571213436, E-mail nagli33@yahoo.com;
- ვეტერინარული კლინიკა, მის.: გოგიბერიძის ქ. N 3, ტელ. 514000189, E-mail a.lagovski@gmail.com;
- შ.პ.ს „ზოომანია“ ვეტერინარული კლინიკა, მის.: ჭოველიძის ქ. N 26, ტელ. 551700174, E-mail samkharadze.65@mail.ru;
- ვეტერინარული კლინიკა, მის.: დიღმის მას. მე-3 კვ., პაიჭაძის ქუჩა, ტელ. 598599301, E-mail n.gugu.61@mail.ru;
- ვეტერინარულ-კოსმეტიკური კაბინეტი, მის.: ამაღლების ქ. N 10, ტელ. 597911611, E-mail basanti62@mail.ru;
- შ.პ.ს „ვეტ ჰაუსი“ ვეტერინარული ჰოსპიტალი, მის.: მიცკევიჩის ქ. N 70, ტელ. 2470005, E-mail tako@vethouse.ge;
- არასამთავრობო ორგანიზაცია „ძაღლების გადარჩენისა და დაცვის ასოციაცია“, მის.: ლორთქიფანიძის ქუჩა N 18, ტელ: 595633636, E-mail asujashvili@yahoo.com.