თბილისში ბინადარი უსახლკარო/უპატრონო ძაღლების პოპულაციის რიცხოვნობის დადგენის ღონისძიებების მომდევნო ეტაპი
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა !
2017 წლის აპრილის ბოლოდან სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო იწყებს თბილისში ბინადარი უსახლკარო/უპატრონო ძაღლების პოპულაციის რიცხოვნობის დადგენის ღონისძიებების მომდევნო, პრაქტიკულ ეტაპს. დღეისთვის დასრულებულია პროცესის მოსამზადებელი ეტაპი - განხორციელდა სააგენტოში არსებული სხვადასხვა მონაცემების (გამოძახებათა რაოდენობა, რეაგირების ფაქტების რაოდენობა, საყურადღებო მისამართები, 2015 წლის ანალოგიური ღონისძიების შედეგები და სხვა) ანალიზი და დაიგეგმა კონკრეტული ღონისძიებების ადგილები, მეთოდიკა და განრიგი.
შესაბამისი ღონისძიებები ჩატარდება ყოველდღე, 15:00 – 19:00 სთ-ბის შუალედში, პრაქტიკული ეტაპი დაიწყება გლდანიდან. ღონისძიებების ძირითადი შემსრულებელია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო. პროექტის განხორციელების პროცესს კონტროლს გაუწევს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსთან არსებული მუდმივმოქმედი საზოგადოებრივი საბჭო.
ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა გააჩნია აქტიური მონაწილეობა მიიღოს თბილისში ბინადარი უსახლკარო/უპატრონო ძაღლების პოპულაციის რიცხოვნობის დადგენის ღონისძიებებში, რისთვისაც აუცილებელია მსურველი წინასწარ დაუკავშირდეს პროექტის კოორდინატორს (ნიკოლოზ არაგველი - 577 958599), შეავსოს შესაბამისი განაცხადი (იხილეთ მიმაგრებული ფაილი განცხადება.pdf), გაეცნოს ღონისძიებების მეთოდიკას და გეგმას.