ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს სამაშველო ეკიპაჟებს ინტენსიური მომზადების კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.
სააგენტოს მაშველებმა, მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს ბაზაზე, მომზადების ინტენსიური კურსი გაიარეს.
აღნიშნული კურსი თეორიულ სწავლებასა და სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებით, ფიზიკურ მომზადებას მოიცავდა. მაშველები სიმაღლიდან ცხოველის ჩამოყვანისა და ორმოში ჩავარდნილი ცხოველის გადარჩენის ტექნიკას დაეუფლნენ. ამასთან ერთად პირველადი სამედიცინო დახმარების წესებიც აითვისეს.
ამჟამად, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველების მეორე ნაკადი გადამზადდა. პირველმა ნაწილმა მომზადება ივლისის თვეში გაიარა.
სააგენტოს სამაშველო ეკიპაჟები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.
მიმდინარე წელს მაშველებმა 310 ცხოველი გადაარჩინეს.