საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილი თბილისის 23-ე საჯარო სკოლაში
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ თბილისის საჯარო სკოლებში შინაური ცხოველების თემაზე საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილების ჩატარება დაიწყო.
პირველი გაკვეთილი ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა ვახტანგ ლომჯარიამ და ცხოველთა უფლებების კომიტეტის თავმჯდომარემ თინათინ ჭავჭანიძემ, თბილისის 23-ე საჯარო სკოლაში, IV-VI კლასების მოსწავლეებთან ჩაატარეს. მოსწავლეებმა შინაური ცხოველების უფლებების, პატრონის ვალდებულებებისა და უსაფრთხოების წესების შესახებ ინფორმაცია ინტერაქტიულ რეჟიმში მიიღეს.
საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილები მოსახლეობაში ცნობიერების დონის ამაღლების კამპანიის ფარგლებში ტარდება და მისი მიზანია, მოსწავლეებში შინაური ცხოველების მიმართ ჰუმანური განწყობა-დამოკიდებულებების ჩამოყალიბება.