სიახლეები
06 დეკემბერი
2018

საჯარო ლექცია - ,,ცხოველებში გავრცელებული დაავადებები - ლეიშმანიოზი და დემოდეკოზი“

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიციატივით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექციების კურსის - ,,ყველაფერი შინაური ცხოველების შესახებ“, მეხუთე ლექცია - ,,ცხოველებში გავრცელებული დაავადებები - ლეიშმანიოზი და დემოდეკოზი“ ჩატარდა.

საჯარო ლექცია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ექიმმა-ვეტერინარმა სოსო ბოჭორიშვილმა წაიკითხა.

ლექციის ძირითადი საკითხები იყო:

• ცხოველებში გავრცელებული დაავადებების - ლეიშმანიოზისა და დემოდეკოზის ისტორია და სახეობები;
• დაავადებათა კლინიკური ნიშნები, ფორმები და მათი დიაგნოსტიკა;
• ლეიშმანიოზის გავრცელების არეალი და სტატისტიკა;
• დაავადებების გამომწვევი მიზეზები და გადაცემის გზები;
• დაავადებათა კონტროლი, პრევენცია და მკურნალობა; 
• საერთაშორისო ღონისძიებები

სპიკერმა აღნიშნული დაავადებების პრევენციის მიმართულებით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსა და საზოგადოების როლზეც ისაუბრა.

საჯარო ლექციების კურსი - „ყველაფერი შინაური ცხოველების შესახებ“ ჯამში 13 ლექციას მოიცავს და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.