სიახლეები
23 სექტემბერი
2018

პატრონიანი და მიკედლებული ცხოველების ანტირაბიული ვაქცინაცია

პარასკევს, 28 სექტემბერს, ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შინაური და მიკედლებული ცხოველების უფასო ანტირაბიული (ცოფის საწინააღმდეგო) ვაქცინაცია ჩატარდება.
ცხოველებს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები უფასოდ აცრიან.

აღნიშნული დღის მიზანია, ცოფის შემთხვევების მინიმუმამდე შემცირება და ამ მიმართულებით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.

ღონისძიება ვაკის პარკში ჩატარდება და 10:00 საათიდან 15:00 საათამდე გაგრძელდება.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მიმდინარე წელს ცოფის საწინააღმდეგო ვაცინაცია 3 200 ცხოველს (ძაღლი/კატა) ჩაუტარა.