სიახლეები
23 სექტემბერი
2018

კნუტების გაჩუქების აქცია

28 სექტემბერს, კნუტების გაჩუქების აქცია მოეწყობა, რომლის ფარგლებში ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის კნუტები, შემდგომი სტერილიზაცია/კასტრაციის გარანტიით, გაჩუქდებიან.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია, მიუსაფარი ცხოველებისათვის საიმედო პატრონების მოძიება.

ღონისძიება ვაკის პარკში, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე გაგრძელდება.

ცხოველთა მუნიციპალური თავშესფრიდან მიმდინარე წელს 427 ცხოველი გაჩუქდა.